კანადელმა ინსტრუქტორებმა თითქმის 40,000 უკრაინელი რეკრუტი მოამზადეს

კანადის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა ფოტოები, რომელიც ასახავს, თუ როგორ ამზადებენ მათი ინსტრუქტორები უკრაინელ დამცველებს, განაღმვის და საინჟინრო უნარების გამოყენებისთვის.


„კანადელი ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასწავლიან სპეციალიზებულ უნარებს, როგორიცაა, საინჟინრო დაზვერვა, დაბრკოლებების გარღვევა და განაღმვის ოპერაციები,“ - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.


ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში, 2015 წლიდან კანადელმა ინსტრუქტორებმა თითქმის 40,000 უკრაინელი რეკრუტი მოამზადეს.