უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა განკარგულებები, რომლებიც გაერთიანებული ძალებისა და საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ახალი მეთაურების, ასევე, სახმელეთო ჯარების მეთაურად ალექსანდრ სირსკის ნაცვლად ალექსანდრ პავლიუკი დანიშვნას გულისხმობს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა სერგეი ნაევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე იური სოდოლი დაინიშნა.
ზელენსკიმ ასევე შეცვალა საჰაერო სადესანტო თავდასხმის ჯარების მეთაური და ამ თანამდებობაზე მაქსიმ მირგოროდსკის ნაცვლად იგორ სკიბიუკი დანიშნა.