მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადადო - მედია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადადო. ამის შესახებ „ევროპის ხმა“ გამოცემა Challenges-ზე დაყრდნობით იტყობინებ. აღნიშნულია, რომ 13 და 14 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი უკრაინაში გადაიდო. მოსალოდნელი იყო, რომ ვიზიტის დროს მაკრონს უსაფრთხოების გარანტიებზე ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შესახებ უნდა გამოეცხადებინა.


17 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გამოაცხადა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათობით შორ მანძილზე მოქმედი SCALP-ის ტიპის რაკეტების გადაცემა დაჰპირდა. საფრანგეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა 200 მილიონი ევროს ფონდის შექმნის შესახებ.