Bloomberg-ის თანახმად, რუსეთის ნავთობის ექსპორტის 45%-ზე მეტს მართავდა ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელიც ევროპული და ამერიკული სანქციების გვერდის ავლისთვის შეიქმნა. რუსეთმა ასევე შეცვალა თავისი სავაჭრო გზები და მიჰყიდა ნახშირწყალბადები ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებსაც სანქციები არ ეკისრებათ. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა უპასუხა.
„ევროპული სანქციები არ არის ექსტრატერიტორიული, ჩვენ შეგვიძლია, სანქციები დავაწესოთ ჩვენს სუბიექტებზე, რადგან ისინი ექვემდებარებიან ჩვენს კანონს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სანქციების დაწესება მესამე ქვეყნებზე,“ - აღნიშნა ბორელმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ყირგიზეთი - მოსკოვის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გაერთიანების წევრი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომლის მეშვეობითაც, სამხედრო და არასამხედრო ტექნოლოგიები ახლა შედის რუსეთში, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით.