„მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა“ - ფაშინიანის პასუხი შეკითხვაზე, დააპატიმრებდა თუ არა სომხეთი პუტინს ICC-ის ორდერის საფუძველზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, დააპატიმრებს თუ არა მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, თუკი ეს უკანასკნელი სომხეთში ჩავა.

ფაშინიანს ეს კითხვა ბრიტანულ გაზეთ Telegraph-თან ინტერვიუში დაუსვეს.

„სომხეთმა გაატარა ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმები, და მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა დააპატიმრონ და ვინ არა," განაცხადა სომხეთის პრემიერმა.


მანამდე, ერევანმა გადაწყვიტა, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომელსაც პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გამოცემული მისი როლისთვის უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის პროცესში.

რუსეთი სომხეთის ტრადიციული მოკავშირეა, თუმცა ბოლო წლებში მათ ურთიერთობაში სხვადასხვა საკითხზე დაძაბულობამ იმატა.