ზელენსკი ელექტრონულ ომს 2024 წლის მთავარ პრიორიტეტს უწოდებს

უკრაინა მუშაობს იმისთვის, რომ რეგიონებს მიაწოდოს ელექტრონული საომარი სისტემები უპილოტო თვითმფრინავებისგან დასაცავად. ეს არის უკრაინის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი 2024 წელს, განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ზელენსკი თქმით, მან სამხედროებისგან მოისმინა ანგარიშები ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურისა და რეგიონული ხელისუფლების ანგარიშები საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.


„წლის დასაწყისიდან დღემდე ჩამოგდებულია 359 დრონი. ჩვენი ცის დამცველების სიზუსტე, ელექტრონული ომის სისტემის მუშაობა და თითოეული ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერა საჰაერო ფარების თვალსაზრისით ფაქტობროვად სიცოცხლეს გადაარჩნს.

ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი მობილური საცეცხლე ჯგუფების ეფექტიანობისა გაზრდისა და უკრაინის კიდევ უფრო მეტ რეგიონში ელექტრონული ომის სისტემების მისაღებად. ეს არის წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი," - აღნიშნა ზელენსკიმ.


უკრაინა ავითარებს ელექტრონული ომის სისტემებს.

იმის გამო, რომ რუსეთი უკრაინელების წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავებსა და რაკეტებს იყენებს, უკრაინას ელექტრონული ომის აღჭურვილობა სჭირდება. ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თქმით, უკრაინას აქვს ამბიციები, გამოიტანოს ელექტრონული ომის წარმოება ბაზარზე და გახსნას იგი მეწარმეებისთვის.


გარდა ამისა, ფედოროვის თქმით, უკრაინამ შესაძლოა, ცალკე ბრიგადა შექმნას ელექტრონული ომისთვის.

რუსეთ-უკრაინის ომი არამხოლოდ რაკეტებით, უპილოტო თვითმფრინავებით, ტანკებით, არტილერიითა და ქვეითებით მიმდინარეობს. არანაკლებ მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობს უხილავ ელექტრომაგნიტურ სპექტრში. აქ ძირითადი საბრძოლო ნაწილებია სხვადასხვა სენსორი, რადარი და რადიო აღჭურვილობა. ისინი ანეიტრალებენ მტრის აღჭურვილობას, ქმნიან ბლოკირებას, თრგუნავენ კომუნიკაციას და იცავენ ჯარებს მტრის თავდასხმებისგან. ელექტრონული ომი არის სისტემების ნაკრები, რომლებიც ატარებენ ელექტრომაგნიტურ ბრძოლას, სადაც ტანკებისა და იარაღის ნაცვლად არის დახვეწილი ელექტრონიკა, ხოლო ჭურვებისა და რაკეტების ნაცვლად არის ტალღები და რადიოსიგნალები. 


ისინი ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს: ჩახშობა - მტრის სისტემების ეფექტიანობის დარღვევა ან შემცირება (ჯამინგის, ცრუ სამიზნეების და სხვა მეთოდების გამოყენებით); დაცვა - მტრის ელექტრონული ომის განეიტრალება, ობიექტების და პოზიციების დაცვა თავდასხმის იარაღისა და სადაზვერვო აღჭურვილობისგან; დაზვერვა - ინფორმაციის შეგროვება სიგნალების ჩარევის საფუძველზე ადამიანის საკომუნიკაციო არხებით, რადარის სადგურებით, რადიო ჩარევის სადგურებით და სხვა საშუალებებით.