გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად არამხოლოდ აშშ-მ, არამედ, ევროპის ყველა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს.
„ჩვენ თავდაცვის აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეთ. უკრიანის მხარდასაჭერად არამხოლოდ აშშ-მ, არამედ, ევროპის ყველა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. აქამდე გაცემული დაპირებები საკმარისი არ არის. მხოლოდ გერმანიის ძალისხმევა საკმარისი არ არის,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიას ახლა NATO-ს 2%-იანი მიზნის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის იმედი უნდა ჰქონდეს.
„ეს სასწრაფოდ საჭიროა. რადგან, რაც არ უნდა მკაცრი იყოს რეალობა: ჩვენ მშვიდობიან დროში არ ვცხოვრობთ,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.