ნიუ-იორკის მეტროსადგურში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე მეტროსადგურ Mount Eden-ში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა.

პოლიცია სულ მცირე ერთ ადამიანს ეძებს, რომელმაც ცეცხლი გახსნა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა რამდენიმე ეჭვმიტანილის არსებობას არ გამორიცხავს.

სროლა მოზარდთა ორ ჯგუფს შორის შელაპარაკებას მოჰყვა.


მოკლულია 34 წლის კაცი. დაშავებულთა შორის კი, 14 წლის გოგო, 15 წლის ბიჭი და 28, 29 და 71 წლის მოქალაქეები არიან. ნაწილი კამათში მონაწილეობდა, ნაწილი კი - მატარებელს ელოდებოდა.