საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 23 დრონიდან 16 გაანადგურეს.
„მტერმა შეტევა Shahed-136/131 ტიპის 23 უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკისა და ყირიმის ოლქის ტერიტორიიდან განახორციელა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათი ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.
„საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში მტრის 16 დრონი განადგურდა,“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.