უკრაინაში რუსეთმა პირველად ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა - უკრაინა

პირველად თითქმის 2 წლიანი ომის განმავლობაში, უკრაინა აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთმა გამოიყენა მოწინავე ჰიპერბგერითი რაკეტა, რომლის ჩამოგდებაც, ექსპერტების აზრით, თითქმის შეუძლებელია.


მთავრობას დაქვემდებარებული კიევის სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა Telegram-ზე განაცხადა, რომ 7 თებერვალს უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმის შემდეგ ამოღებული ნამსხვრევები მიუთითებს რუსი სამხედროების მიერ ცირკონის ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტის გამოყენებაზე. Telegram პოსტს თან ახლდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ათობით ნამსხვრევები, რომლებიც, სავარაუდოდ, ახალი რაკეტიდანაა.

რუსეთის არსენალში არსებულ ცირკონის ჰიპერბგერით რაკეტაზე მოსკოვი ამბობს, რომ რაკეტას შეუძლია, სამიზნეზე იერიში 1000 კილომეტრის რადიუსში მიიტანოს.