ზელენსკი: ამერიკული დახმარება აახლოებს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატში გამართულ კენჭისყრას მიესალმა. მისი თქმით, აშშ-ის დახმარება უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს.

„ამერიკული დახმარება აახლოებს სამართლიან მშვიდობას უკრაინაში და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას, რაც გამოიწვევს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაზრდას ყველა ამერიკელისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. ჩვენ, უკრაინაში, აშშ-ის მუდმივი დახმარება გვეხმარება რუსული ტერორისგან ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში სიცოცხლე გაგრძელდება და ომზე გაიმარჯვებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.