ამერიკელი გენერალ-მაიორი ტომ კარდენი აცხადებს, რომ საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.
„ჩვენ გვაკავშირებს ურყევი მეგობრობა, რომელიც ერთმანეთისადმი პატივისცემას და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ქართველი სამხედროების ერთგულების მომსწრე გავხდი. ჩვენ ერთად აღგვინიშნავს წარმატება, ერთად დაგვიღვრია სისხლი ბრძოლის ველზე. ამან ძალიან მჭიდროდ დაგვაკავშირა,“ ამბობს ტომ კარდენი ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.