ისრაელის გენშტაბის უფროსი: რაფაჰის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ - ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო

რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე იმუშავებენ. შესაბამისი განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ის ამბობს, რომ აფასებს სხვა ქვეყნების რჩევებს გამოწვევის შესახებ, მაგრამ IDF-მ აჩვენა, რომ შეუძლია მტრის ძალების სამიზნეში ამოღება ასეთ რთულ გარემოში.


„ვიცით, რომ ჩვენთვის უფრო რთულია ბრძოლა გარემოში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი და „ჰამასის“ კიდევ 10 000 მებრძოლია. ომის წინა პერიოდში ჩვენ მოსახლეობის იზოლაციას ვცდილობდით. ამის შესაძლებლობები გვაქვს. ეს გავაკეთეთ ქალაქ ღაზაში. ეს გავაკეთეთ ჰან იუნისში. ეს გავაკეთეთ (ღაზის სექტორის) ცენტრალურ ბანაკებში. რაფაჰის მცხოვრებლებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცემათ. ბრძოლის არეალში მოქალაქეების, მცხოვრებლების, ოჯახების ყოფნა სწორი არ არის. როდის მოხდება ეს? როგორ მოხდება ეს? ჩვენ გადავწყვეტთ, როდის მოვა დრო,” - განაცხადა ჰალევიმ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის პასუხი „ზედმეტად მკაცრი“ იყო.