რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 9 დრონი ჩამოაგდო.
უწყების განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში 2, ვორონეჟის ოლქში 1 და შავი ზღვის თავზე 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ ცნობები ხშირია.