აშშ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ახალი შეტაკებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამხედრო ძალებს შორის შეტაკების გამო, რამაც გამოიწვია რამდენიმე მსხვერპლი. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ძალის გამოყენება ძირს უთხრის მოლაპარაკებებს. მდგრადი მშვიდობის ერთადერთი გზა მოლაპარაკების მაგიდასთან არის.
ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ აღმოფხვრილი. მდივანი ბლინკენი გამუდმებით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ერთგულია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების,“ აღნიშნა მეთიუ მილერმა.
ცნობისთვის, სასაზღვრო შეტაკება ილჰამ ალიევის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევიდან ხუთი დღის შემდეგ მოხდა. ამასთან,
აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება.
- „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს.