შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სახელმწიფო სპეციალურ სატრანსპორტო სამსახურს ერთ მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების განაღმვის აღჭურვილობა გადასცა.
ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა X-ზე დაწერა.
„უკრაინის მესამედზე მეტი დანაღმულია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად,” - აღნიშნა ბრინკმა.