სირსკი და უმეროვი ავდიივკა-კუპიანსკის სექტორში უკრაინულ დანაყოფებს ეწვივნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ და თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ავდიივკასა და კუპიანსკის სექტორებში უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერება გადაწყვიტეს. სირსკი და უმეროვი ავდიივკა-კუპიანსკის სექტორში უკრაინულ დანაყოფებს ეწვივნენ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


უკრაინის არმიის უფროსის განცხადებით, ოპერატიული ვითარება უკიდურესად მძიმე და დაძაბულია.

„რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ძალისხმევის გაზრდას და აქვთ რიცხობრივი უპირატესობა საკადრო მხრივ. ისინი არ ითვლიან ზარალს და აგრძელებენ ძველ ტაქტიკას. მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერიეს რუსი ოკუპანტების 29 თავდასხმა მხოლოდ ავდიივკის რაიონში,“ - განაცხადა სირსკიმ.


მისივე თქმით, „მტერი აქტიურად იყენებს თვითმფრინავებს, მოაქვს ზარალი მართვადი საჰაერო ბომბებით.“

„უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ერთად, უშუალოდ, ადგილზე მოვუსმინეთ ბრიგადების, ტაქტიკური ჯგუფებისა და ფორმირებების მეთაურებს, რომლებიც უკიდურესად მძიმე პირობებში ატარებენ თავდაცვით ოპერაციებს. ჩვენ ერთობლივად გავაანალიზეთ ჩვენი ჯარების არსებული რესურსები და საჭიროებები,“ - განაცხადა სირსკიმ.


მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სამხედრო ნაწილების საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი ჩვენს ტერიტორიაზე ღრმად არ შევიდეს და ჩვენი პოზიციები დავიჭიროთ. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, უკრაინის თავდაცვის ძალები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს," - განაცხადა სირსკიმ.

სირსკიმ 13 თებერვალს, რუსეთთან ომის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა.