ირანის მთავარი გაზსადენის ქსელში ორი აფეთქება მოხდა, თეირანი დივერსიაზე მიუთითებს

ირანის მთავარი გაზსადენის ქსელში ორი აფეთქება მოხდა, თეირანი საბოტაჟზე საუბრობს. ხელისუფლება არ საუბრობს, ვისზე აქვს ეჭვი. თეირანმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ინციდენტმა გამოიწვია გაზის შეწყვეტა მრეწველობისა და ოფისების ზოგიერთ პროვინციაში, იტყობინება სახელმწიფო მედია.


„დივერსიის ეს სტერორისტული აქტი პირველ საათზე, ოთხშაბათის გამთენიისას მოხდა ნაციონალურ გაზსადენ მილთა ქსელში, ქვეყნის ორ რეგიონში," - განაცხადა ნავთობის საკითხებში მინისტრმა ჯავად ოვჯიმ.