კანადა უკრაინის დასაცავად 60 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით 44 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს, განაცხადა კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა რამშტეინის შეხვედრაზე.
ბლერი აცხადებს, რომ კანადა 60 მილიონი დოლარის ახალ კონტრიბუციას შეიტანს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) საჰაერო ძალების კოალიციაში.
კანადა უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უწევს.