გერმანია პირობას დებს, რომ უკრაინისთვის ჭურვების მიწოდებას სულ მცირე სამჯერ გაზრდის

გერმანია აგრძელებს ინვესტიციებს საბრძოლო მასალის წარმოებაში, ამიტომ 2024 წელს უკრაინა შეძლებს სულ მცირე სამჯერ მეტი ჭურვის მიღებას, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. მისი თქმით, ქვეყანამ საბრძოლო მასალის წარმოებაში 3,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოახდინა.

მანვე განმარტა, რომ 2024 წელს გერმანია უკრაინას სამჯერ ან ოთხჯერ მეტ საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის, ვიდრე 2023 წელს.

მინისტრმა აღნიშნა საბრძოლო მასალის საკითხში მზარდი დინამიკა, რამაც დადებითად იმოქმედა როგორც უკრაინაზე, ასევე გერმანიაზე.