უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის, სამხედრო და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ბრძანება გასცა, შეიქმნას ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც არმიასა და ინდუსტრიას დააკავშირებს. შეხვედრის თემა იყო ახალი და თანამედროვე იარაღი მტრის სადაზვერვო თვითმფრინავებთან საბრძოლველად.
„ჩვენ გვჭირდება სისტემური მიდგომა, იდენტიფიკაციიდან, ელექტრონული ომის და განადგურების საშუალებების ეფექტიან გამოყენებამდე,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
არმიისა და მრეწველობის დამაკავშირებელი სისტემის შექმნის კომენტირებისას, მან ხაზი გაუსვა, რომ მწარმოებლებმა ნათლად უნდა გააცნობიერონ ფრონტის ხაზის საჭიროებები, ხოლო ჯარმა უნდა იცოდეს წარმოების შესაძლებლობები ყველა რეგიონში.
„ფრონტის ხაზი მოითხოვს სწრაფ რეაგირებას გამოწვევებსა და საფრთხეებზე. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ დავიცვათ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე: ჩვენი მეომრების სიცოცხლე," - აღნიშნა ზელენსკიმ.