უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების მიწოდების საკითხი უკვე მოგვარებულია, ისინი მალე უკრაინის ცაზე უნდა გამოჩნდნენ.
ბუდანოვის თქმით, რამშტაინის ფორმატში მათ უფრო დეტალურად განიხილეს ტექნიკური საკითხები, როგორიცაა F-16-ებისთვის უკრაინის ინფრასტრუქტურის უზურნველყოფა და მზადყოფნა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო აეროდრომის ბაზის მზადყოფნას.
„რაც შეეხება F-16-ებს, საკითხი მოგვარებულია, ვფიქრობ, ეს ყველამ იცის. „რამშტაინზე“ საუბარი იყო დეტალებზე, მაგრამ ტექნიკურ საკითხებს ეხებოდა: გადაცემა, ინფრასტრუქტურის მზადყოფნა, ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის მზადყოფნა, აეროდრომებისა და საავიაციო პერსონალის მომზადება,“ - განაცხადა ბუდანოვმა.
როდის მიიღებს უკრაინა დასავლურ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, ბუდანოვმა შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სწრაფად.
„უკვე სწრაფად, ეს ბოლო ეტაპია. თქვენ იცით, რომ ჩვენი პილოტები გადიან სწავლებას. იმედი მაქვს, რომ ისინი ცაზე გაზაფხულზე გამოჩნდებიან," - აღნიშნა ბუდანოვმა.
ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დანიამ და ნიდერლანდებმა დაპირება მისცეს უკრაინას 61 F-16 გამანადგურებელს გადასცემდნენ. ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ ადრე დაპირებული F-16-ების ნაცვლად, კიევს დამატებით 6 ასეთ თვითმფრინავს მიაწვდიან.