Reuters-ი, იაპონიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ იაპონიამ გასული წლის ბოლოს მოულოდნელად რეცესია განიცადა და მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა. მედიის ცნობით, იაპონიას ეკონომიკის მოცულობით გერმანიამ გაუსწრო.
იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 0.4%-ით შემცირდა, წინა კვარტალში 3.3%-იანი ვარდნის შემდეგ, მაშინ, როცა პროგნოზების თანახმად, 1.4%-იანი ზრდა უნდა დაფიქსირებულიყო. ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნა კი, როგორც წესი, ტექნიკურ რეცესიად ითვლება.
2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა. წელს ექსპერტები ზომიერ, ერთ პროცენტიანზე დაბალ ზრდას ვარაუდობენ. გერმანიას ბაზრის პრობლემებთან ბრძოლა უწევს.