აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც შეერთებულ შტატებში მყოფ პალესტინელებს მომდევნო 18 თვის განმავლობაში დეპორტაციისგან იცავს.
Reuters-ის ცნობით, გადაწყვეტილების მოტივად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პირობების გაუარესება სახელდება. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაახლოებით, 6000 პალესტინელს ეხება.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ საზარელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო პასუხის შედეგად, ღაზაში ჰუმანიტარული პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა“ და ჯო ბაიდენის აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ში მყოფ პალესტინელებს „დროებით უსაფრთხო თავშესაფარს“ მისცემს.