უკრაინის მხარდასაჭერად საჰაერო თავდაცვის კოალიციას 15 ქვეყანა უერთდება

კოალიციამ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-19 რამშტეინის ფორმატის შეხვედრის დროს ოფიციალურად დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

უმეროვმა აღნიშნა, რომ ინიციატივას გერმანია, საფრანგეთი და აშშ ხელმძღვანელობენ და მას სულ 15 ქვეყანა უკვე შეუერთდა.


„უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება არსებითია კონფლიქტის მომავლისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად,“ - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ გერმანელ კოლეგასთან ბორის პისტორიუსთან „საჰაერო თავდაცვის კოალიციის“ შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

უმეროვმა ასევე გამოაცხადა "დრონების კოალიციის" ოფიციალური დაწყების შესახებ, რომელსაც ლატვია ხელმძღვანელობს და რომელიც სხვა შვიდ ქვეყანას მოიცავს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, ამ ინიციატივას ახლახან შეუერთდნენ ნიდერლანდები, გერმანია და ესტონეთი.

უმეროვმა რამშტაინის ფორმატის ადრინდელ სამიტზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, ავიაციის, საზღვაო ძალების და ჯავშანტექნიკის ირგვლივ კონცენტრირებული კოალიციების შექმნა მოკავშირეთა მთავარი პრიორიტეტებია.