უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 თავდასხმის ბრიგადამ დაადასტურა, რომ ყოფილი აზოვის პოლკი სასწრაფოდ გადაყვანილია ავდიივკაში.
მე-3 თავდასხმის ბრიგადა 2023 წლის იანვარში, აზოვის პოლკის სპეციალური ოპერაციების ძალებისგან ჩამოყალიბდა.
„ვითარება ავდიივკაში კვლავ საშიში და არასტაბილურია. მტერი აგრძელებს ჯარების აქტიურ როტაციას და ქალაქში ახალი ძალები შეჰყავს," - სარდლობის ინფორმაციით, რუსეთს ქალაქის ირგვლივ შვიდი ბრიგადა ჰყავს კონცენტრირებული.