ნორვეგია უკრაინელ საზღვაო ქვეითებს მოამზადებს

ნორვეგია მცირე გემებით ოპერაციების ჩატარებაზე უკრაინელი საზღვაო ქვეითების მომზადების კურსს გაზაფხულზე დაიწყებს.

ოსლო ასეთ ნავებს აღჭურვილობით, ასევე მიაწვდის უკრაინას. წვრთნები ნორვეგიის წვლილია „საზღვაო კოალიციაში“, რომელსაც ის რამშტეინის ქვეყნებს შორის ბრიტანეთთან ერთად ხელმძღვანელობს.


„ნორვეგიამ უკვე დაამყარა კარგი თანამშრომლობა უკრაინელ საზღვაო ქვეითებთან ნორვეგიაში, სწავლის პერიოდში. ახლა ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ ვართ და ვიწყებთ სპეციალურ სასწავლო პროგრამას," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.


საზღვაო ქვეითები სანაპირო ზონაში გაივლიან სწავლებას და მდინარის გადასასვლელებზე ოპერირების მიზნით, მოერგებიან იმ პირობებს, რომლებშიც მათ უკრაინაში მოუწევთ მუშაობა.