უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსი მილიარდერსა და ბიზნესმენს ოლეგ დერიპასკას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
გარდა ამისა, SBU-მ დააკავა სამეწარმეო კომპანიების უკრაინელი ტოპ მენეჯერები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთს ისკანდერის სარაკეტო სისტემების წარმოებისთვის ნედლეულს აწვდიდნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, ეს ორი პირი დაეხმარა რუს ოლიგარქს კარიერის საწარმოო ობიექტების მითვისებაში 2012 წელს, მიუხედავად მათი გაყიდვის აკრძალვისა.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დერიპასკა და მისი უკრაინელი ბიზნესპარტნიორები ბრალდებულნი არიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაფინანსებაში.
„ამ დროიდან რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე, სამთო კომპანიის მენეჯმენტი რუსეთს აწვდიდა ქანების საბითუმო პარტიებს ფოლადის დნობისთვის. უკრაინიდან მოპოვებულ ნედლეულს რუსი მილიარდერის კომპანიები ყიდდნენ აგრესორი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე ბალისტიკური რაკეტების, კერძოდ, „ისკანდერების“ წარმოებისთვის. ნედლეულს ოკუპანტები ასევე იყენებდნენ მოიერიშე თვითმფრინავებისა და სარადარო სისტემების სერიული წარმოებისთვის.
შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რუს ოლიგარქს ოლეგ დერიპასკას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით. უკრაინული კომპანიის დირექტორისა და მისი კურატორის დანაშაულებრივი ქმედებები კლასიფიცირებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით,“ ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.
დერიპასკა, რომელიც პუტინის ახლო წრეს მიეკუთვნება, აშში-ს სანქციების ქვეშაა.