ესპანეთი უკრაინას ჯავშანტექნიკასა და სხვა აღჭურვილობას გადასცემს

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა, რამშტაინის ფორმატის მე-19 შეხვედრაზე, რომელიც 14 თებერვალს გაიმართა, უკრაინაში M113 ჯავშანტექნიკისა და სხვა აღჭურვილობის სწრაფი გადაცემის შესახებ განაცხადა.

უკრაინაში გაიგზავნება M113-ის ტიპის ჯავშანტექნიკა, რომელთაგან ორი სანიტარიულ მანქანად გადაკეთდა. ასევე, უკრაინას გადაეცემა რამდენიმე სახანძრო და თოვლის გამწმენდი მანქანა, პერსონალის გადამზიდი და სხვა აღჭურვილობა, მათ შორის ორი მსუბუქი გემი, ელექტროგენერატორი და წყლის გამწმენდი.


„გარდა ამისა, რობლესმა გამოაცხადა სხვადასხვა იარაღის მიწოდება საჰაერო თავდაცვის, საჰაერო და საზღვაო ოპერაციებისთვის," - ნათქვამია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რობლესმა ასევე შეაფასა ესპანეთში უკრაინული სამხედრო წვრთნების ხარისხი, რომელიც Patriot, NASAMS და Hawk -ის სისტემების გამოყენებას, ასევე, წყალქვეშა განაღმვის დაგეგმვასა და ჩატარებას მოიცავს.