საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 16 თებერვალს, ელისეის სასახლეში ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი იუწყება.
„ეს შეთანხმება მოჰყვება იმ ვალდებულებებს, რომლებიც მიღებულია G7-ის ფორმატში, 2023 წლის ივლისში ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში,“ - აცხადებენ ელისეის სასახლეში.
საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინასთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერს ხელს. გაერთიანებულმა სამეფომ პირველი ასეთი შეთანხმება გააფორმა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტის დროს, 12 იანვარს.