პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 12 მარტს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდებიან. თეთრი სახლის ცნობით, ლიდერები რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომისგან უკრაინის დასაცავად, ურყევ მხარდაჭერას დაადასტურებენ.
თეთრი სახლის შეხვედრა პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლისთავს ემთხვევა და ხაზს უსვამს შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ, ურყევ ერთგულებას ალიანსის მიმართ.
დუდა, ტუსკი და ბაიდენი, ვაშინგტონში NATO-ს მომავალი სამიტის წინ, თავიანთ ქმედებებს კოორდინაციას გაუწევენ.
ისინი ასევე განიხილავენ აშშ-პოლონეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და, დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივ ერთგულებაზე.
სამიტზე ვაშინგტონში, სხვა საკითხებთან ერთად უნდა განიხილონ უკრაინისა და ალიანსის შემდგომი დაახლოება. NATO-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი არ ელის, რომ უკრაინა ვაშინგტონში სამიტზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოწვევას მიიღებს.