გერმანია უკრაინას 100 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განმარტა, რომ კიევში გამართულ შეხვედრაზე ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა კარსტენ ბრეიერმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის, 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის მოკლევადიანი დახმარება აღუთქვა.
დახმარების პაკეტი მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, მცირე დრონის ბომბებს, 77 MULTI 1A1 სატვირთოს, სამედიცინო აღჭურვილობას, სხვადასხვა იარაღის სისტემების სათადარიგო ნაწილებს და აღჭურვილობის შეკეთებას.
პისტორიუსი ამბობს, რომ უკრაინამ ახლახან მიიღო საშუალო დისტანციის მართვადი რაკეტები Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა და სადაზვერვო თვითმფრინავები.