უნგრეთი უერთდება NATO-ს კოალიციას, რომელიც უკრაინის განაღმვისთვის შეიქმნა

უნგრეთი შეუერთდა NATO-ს 20 წევრი ქვეყნის კოალიციას, რომელიც განაღმვის მიზნით შეიქმნა.

ამის შესახებ უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრისტოფ სალაი-ბობროვნიჩკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

15 თებერვალს ბრიუსელში ალიანსის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას კოალიციის შექმნის შესახებ.

„უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა განაღმვის სამუშაო, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უნგრეთმა - ბრიუსელში მინისტრთა დონის შეხვედრის მიღმა ხელი მოაწერა განზრახვის განცხადებას, ალიანსის 20 სხვა წევრ სახელმწიფოსთან ერთად, კოალიციის შექმნის შესახებ,“წერს მინისტრი.