უკრაინას თურქული მეხუთე თაობის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენა სურს

თურქეთში უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის განცხადებით, უკრაინა თვითმფრინავის ძრავზე მუშაობსუკრაინას სურს, თურქული მეხუთე თაობის მოიერიშე თვითმფრინავები (KAAN) შეისყიდოს და უკვე იცის, სად გამოიყენოს ისინი.


ელჩმა განაცხადა, რომ ეს ახალი იდეა არ არის. მოლაპარაკებები ომამდე დაიწყო.

უკრაინას ამ თვითმფრინავების ყიდვა მომავალში სურს.

ბოდნარი დასძენს, რომ KAAN-ს აქვს სრული პოტენციალი, კონკურენცია გაუწიოს F-35-ს და F-22-ს და ეს არის მომავლის ამბავი.

„თუ ჩვენ მოვახერხეთ მესამე მხარის გავლენის თავიდან აცილება როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი უძლიერესი რეგიონში,“ აღნიშნავს ელჩი.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია KAAN-ის ყიდვა მომავალში, ელჩი ამბობს, რომ უკრაინა არამხოლოდ იყიდის, არამედ გამოიყენებს მას.