ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა 16 თებერვალს, გერმანიაში ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ მან Twitter-ზე (X) დაწერა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის „ორი მნიშვნელოვანი დღე იწყება.“

„გერმანიასა და საფრანგეთში პარტნიორებთან შეხვედრები, ახალი შეთანხმებები, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინისთვის, ისევე როგორც ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამართლიანი უკრაინული პირობებით და უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა,“ – აღნიშნა უკრიანის პრეზიდენტმა.

ზელენსკი გერმანიასთან და საფრანგეთთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს.