აზერბაიჯანი და ყაზახეთი სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმებას გააფორმებენ

აზერბაიჯანი და ყაზახეთი სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტის ხელმოსაწერად ემზადებიან.

ყაზახური მედიის ცნობით, ხელშეკრულების განსახორციელებლად, რესპუბლიკის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს თანხებია გათვალისწინებული.


„ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში, სამხედრო დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანდართული შეთანხმების პროექტი,“ - ნათქვამია დადგენილების პროექტში.

აქვე აღნიშნულია, რომ „მხარეთა სამხედრო სადაზვერვო საქმიანობა არ არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ.“