გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს, რომლის ღირებულებაც 1,1 მილიარდ ევროს შეადგენს. მასში შედი საზენიტო იარაღი და რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
„დღეს ჩვენ ვამზადებთ დახმარების ახალ პაკეტს. ეს არის 36 ჯავშანტექნიკა, 120,000 ერთეული საბრძოლო მასალები, ორი Skynex სისტემა და რაკეტები Iris-T- ისთვის,”-აღნიშნა შოლცმა გერმანიაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე განმარტა, რომ გერმანია წელს უკრაინას 1,7 მილიარდ ევროს, მომდევნო წლებში კი, 6 მილიარდ ევროს გამოუყოფს.