საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულბამ მოუწოდა მსოფლიოს, რომ "დასრულდეს გულუბრყვილობა" ვლადიმერ პუტინის მიმართ. შესაბამის პოსტი მან სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა, როდესაც ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა.
„პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი მხოლოდ ყველაზე მეტად ცნობილი სახელების ნაწილია კრიტიკოსების გრძელ სიაში, რომლებიც პუტინმა მოკლა. ყოველი მკვლელობის შემდეგ იყო აღშფოთება, მაგრამ პუტინს საბოლოო ჯამში ეს შერჩა, და მსოფლიო ლიდერებმა კვლავ ჩამოართვეს მას ხელი. ამან გაამხნევა გაეგრძელებინა ადამიანების მკვლელობა.
დღეს, ზოგიერთი ხმა აგრძელებს იმის მოწოდებას, რომ პუტინს უნდა მოვუსმინოთ და მოლაპარაკებები გავმართოთ მასთან. დროა, დავასრულოთ გულუბრყვილობა, ვიდრე მოსკოვთან რამე აზრიანი ჩართულობის დაწყება იქნება შესაძლებელი, რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს და პუტინმა საბოლოოდ უნდა ისწავლოს გაკვეთილი,” - წერს კულება.