საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - ზელენსკი პარიზში

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვის კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს. უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან ერთად გაამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს.


„მადლობელი ვარ საფრანგეთის პრეზიდენტის ყველა ძლიერი სამხედრო დახმარებისთვის, რომელსაც ვიღებთ. დღეს არის კიდევ ერთი თავდაცვის პაკეტი. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს არის ჭურვები არტილერიისთვის, იარაღი, ეფექტური „კეისრის“ სისტემები, საჰაერო თავდაცვის დამატებითი გაძლიერება, “ - განაცხადა ზელენსკიმ.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უსაფრთხოების შეთანხმებას ხელი პარიზში, ელისეის სასახლეში მოაწერეს. მსგავი შეთანხმება უკრაინამ გააფორმა გერმანიასთან, 16 თებერვალს და უფრო ადრე, იანვარში - დიდ ბრიტანეთთან. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს 2024 წელს საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების მიწოდებას