რუსეთის წინააღმდგ ეკონომიკური სანქციების მთავარი არქიტექტორი თეთრ სახლს უბრუნდება. Axios-ი წერს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილედ დაბრუნება, დელიპ სინგს საშუალებას მისცემს, გააგრძელოს ის ძალისხმევა, რომელიც 2022 წლის აპრილში შეწყვიტა. კერძოდ, მოიძიოს რუსეთის დასჯის ინოვაციური გზები და ხელი შეუწყოს უკრაინის მხარდაჭერას.
ინგჰი, რომელიც ობამას ადმინისტრაციაში სახაზინო დეპარტამენტში მსახურობდა, შეცვლის მაიკ პაილს, რომელიც პოზიციას თვის ბოლოს ტოვებს.
პოზიცია, ეროვნული უშიშრობის საბჭოს, ისევე როგორც, ეროვნულ ეკონომიკურ საბჭოს ექვემდებარება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თეთრ სახლში.
სინგი დაეხმარება აშშ-ის პოზიციის კოორდინაციას დიდი შვიდეულისა და დიდი ოცეულის სამიტებზე. წელს G7-ის ლიდერები ივნისში იტალიაში შეხვდებიან. ნოემბერში კი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბრაზილიაში G20-ის სამიტია დაგეგმილი.