უკრაინაში ომი რუსეთს $211 მილიარდამდე დაუჯდა - ამერიკელი მაღალჩინოსანი

რუსეთს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, 211 მილიარდი დოლარი დაუჯდა, საუბარია უკრაინაში მისი ჯარების აღჭურვაზე, განლაგებასა და შენარჩუნებაზე. ამის შესახებ Reuters-ს აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განუცხადა. ანონიმურობის პირობით საუბრისას, თავდაცვის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა ასევე დაკარგა $10 მილიარდზე მეტი, იარაღის გაყიდვების შეწყვეტის ან გადადების გამო. 


2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რუსეთს 2026 წლისთვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 1,3 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. თავდაცვის მაღალი თანამდებობის პირის ცნობით, დაახლოებით 315 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა ომში, განსხვავებით უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემისგან, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ წარმოებულ ომში, მისი დაწყებიდან 400 300 ჯარისკაცი დაიღუპა.


თავდაცვის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ გაანადგურა ან დააზიანა სულ მცირე 20 საშუალო და დიდი ზომის რუსული საზღვაო ხომალდი და ერთი რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი შავ ზღვაში, რაც როგორც ჩანს, შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის მოხსენებას.

ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.