უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ პუტინს მხოლოდ ორი გზა აქვს: ჰააგის სასამართლო ან მისი ერთ-ერთი თანამზრახველის მიერ მოკვლა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ადამიანს შეიძლება, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეს, მაგრამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი პუტინის დაპატიმრების შესახებ, უკრაინიდან ბავშვების გატაცებისა და იძულებითი დეპორტაციისთვის, ნათლად აჩვენებს, სად უნდა დასრულდეს პუტინის ე.წ. „კარიერა“. მას წინ მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს – ჰააგა ან მისი ერთ-ერთი თანამზრახველის მხრიდან მკვლელობა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი კლავს ვისაც უნდა, იქნება ეს ოპოზიციის ლიდერი თუ ვინმე სხვა, ვინც მას სამიზნედ ეჩვენება.
„ის არის ავაზაკი, რომელიც ინარჩუნებს ძალაუფლებას კორუფციისა და ძალადობის გზით,“ აღნიშნა ზელენსკიმ.