უკრაინა სამი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება

17 თებერვალს დილით უკრაინელებმა სამი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა Су-34-ის ტიპის 2 და Су-35-ის ტიპის ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

„ვერაფერი შეგვაჩერებს. გმადლობთ, მეომრებო!" - აღნიშნა ოლეშჩუკმა.


ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.