ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატ კადიროვი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა და რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო [რამზანის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის] მიანიჭეს.
მანამდე ახმატ კადიროვი სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2023 წელს ახმატ კადიროვი გახდა მამის თანაშემწე და პრო-სამთავრობო მოძრაობა „პირველთა მოძრაობა“-ს ფილიალის თავმჯდომარე. გაზაფხულზე მოზარდს კრემლში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. საერთო ჯამში, ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე სამთავრობო თანამდებობებს რამზან კადიროვის ოჯახის დაახლოებით 100 ნათესავი იკავებს.