უკრაინელებმა რუსული Su-34-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ დღეს დილით კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის ნიკოლაი ოლეშჩუკის თქმით, ამჯერად „სუ-34“ ტიპის ბომბდამშენი განადგურდა.

„დილა მშვიდობისა, უკრაინა! მოსკოველებს „დანაკარგები ისევ არ აქვთ“, კიდევ ერთი „სუ-34“ "წარმატებით დაბრუნდა" ბაზაზე," - წერს ოლეშჩუკი.


ცნობისთვის, ნიკოლაი ოლეშჩუკმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი - ორი „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი და ერთი „სუ- 35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს.