აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მანამდე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც, რომლის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.
„მოხარული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩვენ ასევე გვჯერა აშშ-ის კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების. უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ეს ფასეულობები,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში.
ამასთან, მან ტელეკომპანია Inter-ს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენს უახლოეს მომავალში ონლაინ ფორმატში შეხვდება.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით ბაიდენთან, ამაზე შევთანხმდით. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში, უახლოეს მომავალში ონლაინ ფორმატში შევხვდებით," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან სხვადასხვა დონეზე - კერძოდ, თეთრ სახლთან და კონგრესმენებთან.
„დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დარჩება," - განაცხადა ზელენსკიმ.