უკრაინის ხელისუფლება აპირებს, გაყიდოს 691 რუსული აქტივი, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანამ სანქციები დააწესა, განაცხადა უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა ვიტალი კოვალმა ტოკიოში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენციაზე. "ჩვენი გეგმები მოიცავს [რუსული] აქტივების გაყიდვას, რომელიც სანქციებს ექვემდებარება.
„ამჟამად ჩვენ გვაქვს 691 ასეთი აქტივი," - განაცხადა კოვალმა. ოფიციალური პირი არ აკონკრეტებს, რა აქტივებზეა საუბარი და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გაყიდვიდან შემოსული თანხა ქვეყნის აღდგენას მოხმარდება.