რაზე შეთანხმდნენ ფაშინიანი და ალიევი მიუნხენში

17 თებერვალს, მიუნხენში, გერმანიის კანცლერიa ოლაფ შოლცი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა.

აზერბაიჯანული სააგენტო Azertag-ის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, ურთიერთობების ნორმალიზება და საზღვრების დელიმიტაციის საკითხი. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, ოპერატიულად მოაწყონ შეხვედრები სამშვიდობო შეთანხმებისა და საზღვრის დელიმიტაციის კომისიის შესახებ.


კავკასიის ქვეყნების ლიდერებმა მიუნხენში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მალე შეხვდებიან ერთმანეთს, რათა დადგინდეს საზღვრები და მიაღწიონ წინსვლას სამშვიდობო ხელშეკრულების საქმეში.

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA-ს ილჰამ ალიევის განცხადება მოჰყავს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი "მალე" შეხვდება სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს, თუმცა თარიღი მითითებული არ არის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ეხება სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვას და შეთანხმებას.

ფაშინიანმა ასევე დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვასა და შეთანხმებას უნდა დაეთმოს.

„რა თქმა უნდა, სამშვიდობო შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეთანხმებულია, მაგრამ რამდენიმე ფუნდამენტური მუხლი ჯერ არ არის შეთანხმებული და ამ მიმართულებით სამუშაო უნდა ჩატარდეს. ჩვენ შევთანხმდით ამ სამუშაოს შესრულებაზე. “ - განმარტა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ამავდროულად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და აღნიშნა, რომ უკვე მიღწეულია შეთანხმებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, საზღვრების დემარკაციაზე და სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებზე.