ავსტრიამ 225 Pandur-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის შეძენის გეგმის შესახებ განაცხადა.
შეიარაღებული ძალებისთვის განკყთვნილი ამ ტექნიკის ღირებულება დააახლოებით 1,8 მილიარდი ევროს შეადგენს.
ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა კლაუდია ტანერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს შესყიდვა არის "ინვესტიცია მომავალში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკაში." თავის მხრივ, მწარმოებელი კომპანიის, General Dynamics European Land Systems-ის დირექტორმა დაამატა, რომ 220-ზე მეტი ავსტრიული კომპანიაა ჩართული ჯავშანტექნიკის წარმოებაში.