NBC News-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ახალი ძლიერი შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებით უზრუნველყოფაზე მუშაობს. ოფიციალური პირების თქმით, ახლა შეერთებული შტატები მოწადინებულია, რომ კიევს ადრე მიწოდებულის გაუმჯობესებული ვერსია მიაწოდოს.
როგორც უკრაინული მედია წერს, ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, დაარტყას რუსულ სამიზნეებს ყირიმის ნახევარკუნძულზე, შორ მანძილზე.
ორი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, თუ კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის დაფინანსების გაზრდას, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, პაკეტში შეიტანოს ATACMS-ის სისტემები.
„აშშ-ს ასევე აქვს საბრძოლო მასალა და არტილერია მზად, უკრაინაში დაუყოვნებლივ გადასაზიდად, თუ დაფინანსება დამტკიცდება,“ დასძინეს ოფიციალურმა პირებმა.